ვაქცინაცია საქართველოში

საელჩო: ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ COVID-19-ის ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს.

"ეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს. საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინა და რაოდენობა გამოცხადდება, როგორც კი ადმინისტრაცია ლოგისტიკურ, სარეგულაციო და მსგავს საკითხებს გადაწყვეტს.

მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე 80 მილიონ დოზას გაიღებს". – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

საქართველოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით ვიზიტისას ისაუბრა სენატორმა ჯინ შაჰინმაც. 

"ოფიციალურმა თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც აშშ-სგან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს მიიღებს". – თქვა შაჰინმა. 

17 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მომდევნო 6 კვირის განმავლობაში 80 მილიონ დოზა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაგზავნის მსოფლიოში. 

კომენტარები