გიორგი გახარია

ბოკერია გახარიას: გადასახადების შემცირების მაგივრად რესურსი ქუჩების მორეცხვაში დახარჯეთ

მომავალში, იმედი მაქვს, რომ ბატონი გახარია თვითონ მობრძანდება ხოლმე ეთერში, მე მისი გუნდის წარმომადგენლებს პატივს ვცემ, ვინმემ არ იფიქროს, რომ ვინმე მიმაჩნია არაშესაფერის ოპონენტად, ოღონდ, როცა ლიდერი ასეთი ქარტეხილების შედეგად გამოდის ხოლმე, იმედი მაქვს, არ ეგონება, რომ რაღაც პედესტალზე დგას და საზოგადოების წინაშე წარდგება დებატებში.

[...] ვერ გავიგე პასუხი, უნდა ვიყოთ თუ არა კმაყოფილები იმით, ვაქცინაზე როგორ იმუშავა გახარიას მთავრობამ. ამ პასუხის მაგივრად გვესმის სადღეგრძელოები და ბიუჯეტის კოდები. თურმე საწყისი იყო კარგი. სწორედ  საწყისში წყდებოდა, ისრაელის პრემიერს, შეიძლება აწ უკვე ყოფილს, ოპონენტებიც კი აქებენ იმაზე, რომ დროზე იმუშავა, მაშინ, როცა გახარია და მთელი გუნდი დაკავებული იყვნენ ხალხის ხარჯზე საარჩევნო კამპანიით და მის განდიდებაში უზარმაზარი რესურსების ჩასხმით, მაშინ მუშაობდნენ ვაქცინაზე.

ამ სახსრების ხარჯზე რომ საგადასახადო წნეხი შეგემცირებინათ, რეალურად, რესურსები დაიხარჯა ქუჩების მორეცხვის, ტემპერატურის ზომვის, ფასების და სესხების სუბსიდირების, სასტუმროების ქირაობაზე. ახლაც გახარიას გზას აგრძელებს ეს მთავრობა, ფლანგავს ამ ნასესხებ ფულს და ამის შედეგია ინფლაციაც. იმის მაგივრად, რომ წნეხი შეუმციროს ბიზნესს და მოქალაქეებს.

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ტვ პირველზე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ისაუბრა.

კომენტარები