საქართველოს პროკურატურა

POG: კაცს, რომელმაც შვილს დანით 9 ჭრილობა მიაყენა, 14 წლით პატიმრობა მიესაჯა

Illustration by Daniel Zender / newyorker.com

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელმაც შვილს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით დანით 9 ჭრილობა მიაყენა, 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

პროკურატურის ცნობით, 2020 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ს.-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ურთიერთშელაპარაკების დროს, იმ მიზეზით, რომ, როგორც მამას და მამაკაცს, ქალზე უპირატესი უფლება ჰქონდა, გადაეწყვიტა, ვისთან იმეგობრებდა და როგორ იცხოვრებდა მისი შვილი ნ.ს., მოკვლის განზრახვით, მას დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა.

"გ.ს.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან დაზარალებული წინააღმდეგობას უწევდა და გაქცევას ცდილობდა. ასევე, მას დახმარება გაუწია იქვე მყოფმა პირმა და განარიდა იგი". - წერია განცხადებაში.

გ.ს. 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ1" და "ვ" ქვეპუნქტებით (მკვლელობის მცდელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები