კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: წლის ბოლომდე 1 700 000-ის ორჯერადად აცრა რთული ამოცანაა, მაგრამ დაძლევადი

აუცილებელია, რომ ჩვენ გავაინტენსიუროთ აცრის პროცესი, რომ წელს ორჯერადად აიცრას ქვეყანაში 1 700 000 მოზრდილი ადამიანი. ეს რთული ამოცანაა, მაგრამ, ვფიქრობ, დაძლევადი. თუ ჩვენ მოვახერხებთ და ავცრით 60% მოზრდილი მოსახლეობისა, სერიოზულად ვიტყვი, რომ გავტეხავთ წელში ეპიდემიას ქვეყანაში. ყველას გთხოვთ, მოგიწოდებთ, რომ ვიაქტიუროთ ვაქცინაციის პროცესში

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. 2 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 149 191 ადამიანია აცრილი, სრულად – 33 718

კომენტარები