ვალუტის კურსი

1 აშშ დოლარის კურსი 3.22 ლარი გახდა, 1 ევრო – 3.92 ლარი ღირს

2 ივნისისთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.2228 ლარია, ევროსი კი – 3.9238 ლარი.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 3.19 თეთრით გამყარდა და 3.2228 ლარი შეადგინა – კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.2547 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ ლარის კურსი, 14 მაისიდან მოყოლებული, მყარდება.

ლარი გამყარდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2 ივნისისთვის 3.9238 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9792 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროს მიმართ 5.54 თეთრით გამყარდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, თურქული ლირის კურსი 0.3742 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.5558 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 3 ივნისიდან შევა.

კომენტარები