აშშ-ს კიბერუსაფრთხოება

აშშ შეუერთდა ბრიტანეთისა და ავსტრალიის სანქციებს რუსული Zservers-ის წინააღმდეგ

აშშ შეუერთდა ბრიტანეთისა და ავსტრალიის სანქციებს რუსული ინტერნეტ რესურსების მიმწოდებლის, Zservers-ის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გამომძალველი დაჯგუფების, Lockbit-ის პროგრამული მხარდამჭერია. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, Zservers გამომძალველი პროგრამისთვის სპეციალიზებულ სერვერებსა და სხვა კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე წვდომას უზრუნველყოფდა.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ორი მოქალაქე, ალექსანდრ მაშინი და ალექსანდრ ბოლშაკოვი დაასანქცირა. უწყების განცხადებით, ისინი Zservers-ის მთავარი ადმინისტრატორები არიან.

დაჯგუფება LockBit, რომლის მხარდაჭერაშიც Zservers-ს ადანაშაულებენ, ინტერნეტ პროგრამით ბლოკავდა სხვადასხვა კომპანიის კომპიუტერულ სისტემებს და ბლოკის მოსახსნელად გამოსასყიდ თანხას ითხოვდა. 

"Ransomware-ით მოქმედი პირები და სხვა კიბერდამნაშავეები იყენებენ მესამე მხარის ქსელურ მიმწოდებლებს, როგორიცაა Zservers, რათა შესაძლებელი გახადონ თავდასხმები ამერიკის შეერთებულ შტატებისა და საერთაშორისო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე". – დაწერა ფინანსთა სამინისტროს ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის განყოფილების ხელმძრვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრედლი სმიტმა.

აშშ-ს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2024 წელს ბრიტანეთისა და ავსტრალიის ერთობლივი სანქციების დაწესება Evil Corp-ის გამომძალველი პროგრამების წინააღმდეგ. 

კომენტარები