სასაზღვრო პოლიცია

შსს: პოლიციელმა მოქალაქეს შვილის ციხიდან გამოყვანის სანაცვლოდ ფული მოსთხოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს შვილის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, მოტყუებით ფული მოსთხოვა.

უწყების ინფორმაციით, პოლიციელი დაკავებულია და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია "თაღლითური გზით დაუფლებული თანხა".

"დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთს მოქალაქეს პატიმრობაში მყოფი შვილის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, მოტყუებით მოსთხოვა ფული.

თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს". – წერს შსს.

კომენტარები