კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 954 შემთხვევა, დღიური დადებითობა 3.12%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 30 603 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 954 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  896 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.12%, ბოლო 14 დღის - 3.23%, ბოლო 7 დღის - 2.8%.

ინფიცირების 954 ახალი შემთხვევიდან თბილისში 509 გამოვლინდა, აჭარაში - 88, იმერეთში - 99, ქვემო ქართლში - 67, შიდა ქართლში - 33, გურიაში - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 88, კახეთში - 30, მცხეთა-მთიანეთში - 24, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 774, საიდანაც 3 541 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 639 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 7 594 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 789 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 223 პაციენტი.

2 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 346 150 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 329 516 გამოჯანმრთელდა, 4 834 კი გარდაიცვალა.

კომენტარები