ნინოწმინდის პანსიონი

ნინოწმინდის პანსიონში არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულმა ეპისკოპოსმა წირა

მიტროპოლიტი სერაფიმე

ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი სერაფიმე, რომელმაც ეპარქია არარსულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დატოვა, ნინოწმინდის პანსიონში მიიპატიჟეს, სადაც სახალხო დამცველის რწმუნებულებს მონიტორინგის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

ნინოობის წირვა სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა აღასრულა.

მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას, 2017 წელს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიიდან წასვლა არასრულწლოვანის ოჯახის მიერ გამოთქმული ბრალდებების გამო მოუხდა. ოჯახი მას გოგოზე სექსუალური შინაარსის ძალადობაში ადანაშაულებდა.

გამოძიება არ დაწყებულა. საკითხი არ განუხილავს არც სინოდს. უეპარქიოდ დარჩენილ მიტროპოლიტს, ეკლესია ყოველგვარი დამატებითი მოკვლევის გარეშე ავსტრიისა და გერმანიის ეპარქიაში უპირებდა დადგინებას, თუმცა ადგილობრივი მღვდლების საჯარო პროტესტის გამო ეს ვერ მოხერხდა. წერილს ხელს სამი მღვდელმსახური აწერდა.

დღეს მიტროპოლიტი სერაფიმე ხშირად ჩნდება საქართველოს საპატრიარქოში, ისევე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის წირვებზე.

განახლებადია

 

 

კომენტარები