ვალუტის კურსი

ლარი კიდევ გამყარდა – დოლართან გაცვლითი კურსი ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალია

1 ივნისისთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.2547 ლარია, ევროსი კი – 3.9792 ლარი.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.41 თეთრით გამყარდა და 3.2547 ლარი შეადგინა – კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.2688 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ ლარის კურსი, 14 მაისიდან მოყოლებული, მყარდება, დღევანდელი გამყარების შედეგად კი დოლარი, 2020 წლის 4 ნოემბრის შემდეგ, ყველაზე იაფი ღირს.

ლარი გამყარდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 ივნისისთვის 3.9792 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9843 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროს მიმართ 0.51 თეთრით გამყარდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, თურქული ლირის კურსი 0.3819 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.6165 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 2 ივნისიდან შევა.

კომენტარები