ევროპული საქართველო

ბოკერია გახარიაზე: ვისაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება უნდა, გახარიას არ უნდა ენდოს

ვისაც ამ ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა უნდა, მათგან გახარიას ნდობა არ შეიძლება. ადამიანი ვერ ან არ ბედავს, რომ ივანიშვილზე მკაფიო პოზიცია გამოხატოს. 20 ივნისზე ოცნების იმავე პროპაგანდისტულ, უტიფარ ხაზს აწვება. ამ დროს აღიარებს, რომ კრიტიკულ ვითარებაში მინისტრის მოხსნაც არ შეეძლო. 

Covid-19-ზე საბრძოლველი თანხები ამ ადამიანის პიარზე დაიხარჯა და ამას შეეწირა ჩვენი ეკონომიკა და ჯანდაცვა. ყველა კრიტიკულ ვითარებაში, იქნებოდა ეს კერზაიას საქმე, პანკისის სპეცოპერაცია, თუ ყველა სხვა დროს, ეს ადამიანი ვერ იღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდებოდა ქვეყანას ან იღებდა სამარცხვინო გადაწყვეტილებას

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას შესახებ. გიორგი გახარიამ თანამდებობიდან დატოვების შემდეგ საკუთარი პარტია, საქართველოსთვის ჩამოაყალიბა. 

კომენტარები