კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სამხრეთაფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში სამხრეთაფრიკული შტამის  ერთი შემთხვევა დადასტურდა. 

მისივე თქმით, ის საქართველოს მოქალაქეა, დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს და ამჟამად სრულად განკურნებულია. 

"კლინიკური მდგომარეობა მისი უკვე დამაკმაყოფილებელია. უკვე სრულად განკურნებულია და არაფერი პრობლემა არ აქვს. საქართველოს მოქალაქეა, მოგზაურობის ისტორიით დუბაიში. ოჯახის კონტაქტები გამოკვლეულია ყველა და უარყოფითია. დროზე მოხდა იზოლირება". – თქვა გამყრელიძემ. 

1 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 345 196 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 328 620 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 804 კი გარდაიცვალა.   

 

კომენტარები