საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 12 207 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 195 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2,95%, ბოლო 14 დღის - 3.41%, ბოლო 7 დღის - 2.8%.
ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან თბილისში 200 გამოვლინდა, აჭარაში - 43, იმერეთში - 27, ქვემო ქართლში - 22, შიდა ქართლში - 6, გურიაში - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 24, კახეთში - 13, მცხეთა-მთიანეთში - 8, სამცხე-ჯავახეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 546, საიდანაც 3 829 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 658 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 7 059 - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 892 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პაციენტი.
31 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 343 963 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 327 618 გამოჯანმრთელდა, 4 773 კი გარდაიცვალა.





