გახარიას გუნდი

გახარია ლილუაშვილის წარდგენისას: ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი წევრი

"ბექა ლილუაშვილი – ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი წევრი" – ასე წარადგინა ექსპრემიერმა და პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრი, ბექა ლილუაშვილი. 

ექსპო ჯორჯიაში ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის პრეზენტაცია იმართება. ღონისძიება 400-მდე დამფუძნებელი და სტუმარი ესწრება. 

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად.

22 მარტს გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და თქვა: "არსად წასვლას არ ვაპირებ, მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ".

გიორგი გახარიას შეუერთდა ქართული ოცნების ყოფილი 6 დეპუტატი – გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაოშვილი, ანა ბუჩუკური და შალვა კერესელიძე.

კომენტარები