ვაქცინაცია საქართველოში

იმნაძე ექიმებზე: მსურველს ისეთი მიზეზით ეუბნებიან უარს აცრაზე, ხანდახან საკვირველია

ყველას ერთად აქვს ტრენინგი ჩატარებული, "რეფრეშ" ტრენინგებიც იყო. ნუ რა ვქნათ, სხვათა შორის არახალია ახლაც, თუნდაც დაბანასთან დაკავშირებული. მე მესმის ახლა ჩემი კოლეგების, ისეთი დაშინებულები არიან იმ უბედურების გამო, რაც მოხდა ვაქცინაციის დასაწყისშივე, რომ მაქსიმალურად, თქვენ შეიძლება კიდევ არ იცით, ისეთი მიზეზით ეუბნებიან უარს აცრაზე, რომელიც მივიდა და გადაწყვიტა, რომ აიცრას, ნუ ხანდახან საკვირველია. ტრენინგები ჩატარდა და იქ წერია კონკრეტულად, რა დროს არ შეიძლება, არის ძალიან კონკრეტული ჩამონათვალი, მაგრამ ნუ.. არსებობს სხვათა შორის ასეთი თვალსაზრისი, რომ ექიმის გადაწყვეტილება არის კონკრეტულ შემთხვევაში და ვერ ჩავერევით, ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, ადამიანებმა უნდა მოითხოვონ იქ

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე რადიო თავისუფლების ეთერში

კომენტარები