ნამახვანჰესი

შსს გუმათზე: პოლიცია რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე

ფორმულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

უწყების ინფორმაციით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობაში მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს".- აღნიშნულია განცხადებაში. 

რიონის ხეობაში აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დემონსტრანტები რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამენ. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილობრივების ცნობით, დაკავებულია 3 მონაწილე. ტაბულა ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები