ეკონომიკა

რომელი ქვეყნები და რა სიხშირით იყენებენ საქართველოს სავაჭრო დერეფნის როლში – სია

2020 წელს საქართველოში ტრანსპორტირებული საქონლის ჯამურმა ოდენობამ 42.9 მილიონი ტონა შეადგინა, საიდანაც 48% შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი, 27% – სატრანზიტო გადაზიდვა იყო, დანარჩენი კი იმპორტ-ექსპორტის მოძრაობას შეადგენდა. 

TBC კაპიტალის კვლევის მიხედვით, საქართველოში საქონლის გადამზიდავებისთვის უპირატესი საშუალება საგზაო სივრცეა. ჯამურად ტრანსპორტირებული საქონლის 51% სწორედ საგზაო გადაზიდვებზე მოდის, 49%-მდე – რკინიგზაზე, უმცირესი ნაწილი კი საზღვაო და საჰაერო საშუალებებზე.

ბოლო 6 წლის განმავლობაში, საქართველოში ტრანსპორტირებული საქონლის 82% 10 იმპორტიორ ქვეყანაზე მოდის,  უშუალო მეზობლებს კი 70%-იანი წილი უკავიათ. უფრო კონცენტრირებულია ექსპორტიორი ქვეყნების ათეული, რომლებიც საქართველოს სავაჭრო დერეფნად იყენებენ – ქვეყანაში გადაზიდული საქონლის 94%, ბოლო წლების განმავლობაში ერთი და იმავე 10 ქვეყნიდან მოემართება. 

ქვეყნების სია, ექსპორტ-იმპორტის ნიშნებით, რომლებიც საქართველოს სავაჭრო დერეფნად ყველაზე აქტიურად იყენებენ, ასეთია:

TBC Capital

 

კომენტარები