ვალუტის კურსი

2021 წლის რეკორდი – ლარი დოლართან და ევროსთან მიმართ გამყარებას განაგრძობს

27 მაისისათვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.2635 ლარია, ევროსი კი – 3.9824 ლარი.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 3.58 თეთრით გამყარდა და 3.2635 ლარი შეადგინა – კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.2993 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ ლარის კურსი, 14 მაისიდან მოყოლებული, მყარდება, დღევანდელი გამყარება კი 2021 წლის პიკს ასახავს.

ლარი გამყარდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი 27 მაისისთვის 3.9824 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0420 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროს მიმართ 5.96 თეთრით გამყარდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, თურქული ლირის კურსი 0.3865 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.6117 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 28 მაისიდან შევა.

კომენტარები