facebook

Facebook-სა და Instagram-ზე მოწონებების რაოდენობის დამალვის ფუნქცია ემატება

   

მრავალწლიანი გამოცდის შემდეგ, Facebook-სა და Instagram-ზე მოწონებების რაოდენობის დამალვის ფუნქცია ემატება

Instagram-ზე ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ დაიმალება საკუთარი მოწონებების სტატისტიკა, ასევე შეუძლებელი იქნება სხვების პოსტებზე არსებული ლაიკების რაოდენობის ნახვაც.

Facebook-ის მომხმარებლებს კი შეეძლებათ არჩევანის გაკეთება: დამალონ მხოლოდ საკუთარი მოწონებები თუ სრულად გათიშონ ლაიკების ნახვის ფუნქცია.   

აღნიშნული ფუნქცია მომდევნო დღეები მსოფლიოს მასშტაბით გახდება ხელმისაწვდომი, საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უკვე შეუძლია მოწონებების დამალვის გააქტიურება, როგორც Instagram-ზე, ასევე Facebook-ზეც. 

კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, განახლების მთავარი მიზანი სოციალური პლატფორმის მომხმარებლების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაა. 

მოწონების დამალვის ფუნქციის გასააქტიურებლად მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს: 

Facebook ⇒ Settings & Privacy ⇒ Settings ⇒ Reaction Counts. 

Instagram  Settings  Privacy  Posts  Hide Like and View Counts. 

მომხმარებლების ნაწილისთვის აღნიშნული ფუნქცია ჯერაც არ არის ხელმისაწვდომი. 

კომენტარები