საქართველო-პოლონეთი

სალომე ზურაბიშვილი: პოლონეთი ყველანაირად ცდილობს საქართველოსთვის ვაქცინების მიწოდებას

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მას დაჰპირდა, რომ ვაქცინებით დახმარების სიტყვიერი შეთანხმების შესასრულებლად ყველაფერი გაკეთდება. 

"ასევე მოვისმინე პოლონეთის პრეზიდენტის დაპირება, რომ ვაქცინების შესახებ არსებული სიტყვიერი შეთანხმების შესასრულებლად ყველაფერი გაკეთდება. პოლონეთი ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველოს მოაწოდოს ის რაოდენობა, რაზეც შევთანხმდით". – თქვა სალომე ზურაბიშვილმა ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები