ეკონომიკა

საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ნაკლებ თანხას განათლებაზე ხარჯავს 

სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ 2020 წლის ცხოვრების დონის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ძირითადი კატეგორიებიდან საქართველოს მოსახლეობამ განათლებაზე ყველაზე ნაკლები თანხა დახარჯა. 

შედარებისთვის, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების პროცენტული განაწილების მიხედვით, 2020 წელს მოსახლეობამ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე თითქმის 2-ჯერ მეტი, ტრანსპორტზე კი 5-ჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე განათლებაზე. 

2019 წელს განათლებაზე 2.8% დაიხარჯა, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 2%-მდე შემცირდა. 

სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებზე მოდის, რაც 42.1%-ს შეადგენს. 

2020 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 127.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7.6 პროცენტით ნაკლებია.

წყარო: საქსტატი


 

კომენტარები