Sex and The City

SEX AND THE CITY-ს ახალ სეზონში მისტერ ბიგი დაბრუნდება

Sex and The City-ს ახალ სეზონში სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი - მისტერ ბიგიც დაბრუნდება.

ამის შესახებ სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერის, მაიკლ პატრიკ კინგის განცხადებიდან გახდა ცნობილი.

"როგორ შეიძლება Sex and The City-ს ახალი სეზონი გადავიღოთ და მასში მისტერ ბიგი არ იყოს?" - დაწერა მან.

ახალ სეზონს And Just Like That ერქმევა და გვიჩვენებს, როგორ განვითარდა ქერის, მირანდასა და შარლოტას ცხოვრება. სერიალს HBO Max იღებს და მასში სულ 10 სერია იქნება, რომელთა ხანგრძლივობა დაახლოებით ერთ საათს შეადგენს.

სარა ჯესიკა პარკერის თქმით, And Just Like That-შიც კორონავირუსის პანდემია იქნება.

ნახეთ ტრეილერი:

კომენტარები