Sex and The City

შე**ცი მისტერ ბიგს – მსახიობი ქალი კრის ნოთს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

Uggcozy

მსახიობი ზოი ლისტერ-ჯონსი მესამე ქალი გახდა, რომელმაც კრის ნოთი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

მას შემდეგ რაც მსახიობს ორმა ქალმა გაუპატიურებაში დასდო ბრალი, ლისტერ-ჯონსმა Instagram-ში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მსახიობს მტაცებელი უწოდა.

"ეს კაცი მტაცებელია. წლების განმავლობაში ამ ადამიანზე საერთოდ არ მიფიქრია, მაგრამ მის გახსენებაზე თავში პირველი ეს სიტყვა მომივიდა. ახალგაზრობაში ნიუ-იორკის კლუბში ვმუშაობდი, რომლის მფლობელი კრის ნოთი იყო, იშვიათად მოდიოდა ხოლმე, თავის თანამშრომელს, ქალ პრომოუტერს არასათანადოდ ექცეოდა. იმავე წელს სერიალ Law & Order-ში ვითამაშე, ის გადასაღებ მოედანზე მთვრალი გამოცხადდა. საერთო სცენაზე მუშაობისას, მას მაგიდის ქვეშ ლუდის ქილები ჰქონდა ედგა და დუბლებს შორის სვამდა. ერთ მომენტში მომიახლოვდა, კისერში მისუნა და მითხრა "რა კარგი სუნი გაქვს". არაფერი ვუპასუხე. ქალების ჩვენებებთან შედარებით ჩემი ისტორია არაფერია, მაგრამ მტაცებლობის ნებისმიერი გამოვლინების შესახებ ქალებმა უნდა ვილაპარაკოთ. კრის ნოთმა ისარგებლა მისტერ ბიგის პერსონაჟის, ის ხომ ქალების ფანტაზიების რეპრეზენტაციაა. და ეს ფანტაზიები ქმნის გარემოს, რომელშიც ემოციური დაბნეულობა სუფევს. შე**ცი მისტერ ბიგს". – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

თავად მსახიობი ყველა ბრალდებას უარყოფს, პირველი კომენტარი მან გამოცემა Hollywood Reporter-თან გააკეთა: 

"არ აქვს მნიშვნელობა იყო ეს 30 წლის წინ, თუ 30 დღის წინ. "არა" ნიშნავს "არას" და ამ ზღვარს მე არასდროს გადავდივარ. შეხვედრები ორმხრივი თანხმობით მოხდა. არ ვიცი რატომ ამოტივტივდა ეს ამბავი ახლა, მაგრამ რაც ვიცი არის ის, რომ ამ ქალებს თავს არ დავსხმივარ". – ამბობს მსახიობი.

კრის ნოთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც სახელი სერიალ Sex and The City-ში შესრულებული მისტერ ბიგის როლით გაითქვა. 

კომენტარები