Sex and The City

SEX AND THE CITY-ს ახალ სეზონშიც კორონავირუსის პანდემია იქნება

Sex and the city

სარა ჯესიკა პარკერის თქმით, Sex and the City-ს ახალ სეზონშიც კორონავირუსის პანდემია იქნება.

ამის შესახებ მსახიობი ჟურნალ Vanity Fair-ს ესაუბრა. მან თქვა, რომ პანდემია “აუცილებლად იქნება სიუჟეტის ნაწილი, რადგან პერსონაჟებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ”.

ახალ სეზონს And Just Like That ერქმევა და გვაჩვენებს, როგორ განვითარდა ქერის, მირანდასა და შარლოტას ცხოვრება.

“ვფიქრობ, რომ სინტი, კრისტინი და მე ძალიან აღელვებულები ვართ იმით, რამდენი დროც გავიდა. ვინ არიან ახლა ისინი ამ სამყაროში? რა როლი შეასრულეს? გვანან სხვა ადამიანებს, რომლებიც იმედგაცრუებულები, შეშინებულები და განერვიულებულები არიან? ძალიან მაინტერესებს, როგორები არიან ეს ქალები სცენარისტების წარმოდგენაში”. – თქვა მსახიობმა.

სერიალის ახალ სეზონს HBO Max იღებს და მასში სულ 10 სერია იქნება, რომელთა ხანგრძლივობა დაახლოებით ერთ საათს შეადგენს.

კომენტარები