Sex and The City

სამსახიობო სააგენტომ კრის ნოთთან მუშაობაზე უარი თქვა

მსახიობ კრის ნოთს, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, სამსახიობო სააგენტო Deadline-მა მასთან მუშაობაზე უარი უთხრა.

სერიალ Sex and The City-ს მსახიობს გაუპატიურებაში 3 ქალი ადანაშაულებს. პირველი ბრალმდებლის (ფსევდონიმი ზოი) თქმით ინციდენტი 2004 წელს ლოს-ანჯელესში მოხდა. ქალი იმ ფირმის თანამშრომელი იყო, რომელთანაც მსახიობს საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა. ნოთმა ზოი საკუთარ ბინაში წიგნებზე სალაპარაკოდ დაპატიჟა. შემდეგ ქალს ძალით აკოცა და სარკის წინ გააუპატიურა. იმ დროს მსახიობი 49 წლის იყო, ხოლო დაზარალებული 22-ის.

მეორე დაზარალებული (ფსევდონიმი ლილი) კლუბში მიმტანად მუშაობდა, რომელსაც ნოთი ხშირად სტუმრობდა. მსახიობმა ლილი ვახშამზე დაპატიჟა, რაზეც თანხმობა მიიღო, ვინაიდან ლილი Sex and The City დიდი თაყვანისმცემელი იყო. ვახშმის შემდეგ ნოთმა სახლში წაყოლა სთხოვა, რათა ცოტაოდენი ვისკი დაელიათ და სამომავლო კარიერულ გეგმებზე ელაპარაკათ. ბინაში მსახიობმა ქალს დაუკითხავად აკოცა და შემდეგ ორალური სექსი აიძულა. მეორე დაზარალებულმაც აღნიშნა, რომ გაუპატიურება სარკის წინ მოხდა. ლილის თქმით ინციდენტი 2015 წელს მოხდა, როდესაც ნოთი უკვე დაქორწინებული იყო მსახიობ ტარა უილსონზე. იმ დროს დაზარალებული 25 წლის იყო, ხოლო მსახიობი 60-ის.

მას შემდეგ რაც მსახიობს ორმა ქალმა გაუპატიურებაში დასდო ბრალი, მსახიობმა ლისტერ-ჯონსმა Instagram-ზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნოთი მასზე სექსუალურ ძალადობაშიც დაადანაშაულა.

კრის ნოთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც სახელი სერიალ Sex and The City-ში შესრულებული მისტერ ბიგის როლით გაითქვა

კომენტარები