ნამახვანჰესი

მელია ნამახვანზე: დროდადრო მათი გზავნილი გაიბლარა

იმას, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს საქართველოში, მგონი, არცერთი საღად მოაზროვნე მოქალაქე არ უნდა ეთანხმებოდეს და, მე მგონია, აბსოლუტური უმრავლესობა არც ეთანხმება. მე ციხეში მქონდა შესაძლებლობა, თვალყური მედევნებინა სხვადასხვა გადაცემისთვის, სადაც საუბრობდნენ რიონის ხეობის დამცველები, რომ ისინი არ იყვნენ არსებითად წინააღმდეგნი, რომ ჰესები აშენდეს. მაგრამ, დროდადრო, მათი გზავნილი, ჩემი აზრით, გაიბლარა და ისე დაილექა საზოგადოების არც თუ ისე უმნიშვნელო ნაწილში, თითქოს ეს ადამიანები, ვინც აპროტესტებენ ნამახვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, წინააღმდეგი არიან მშენებლობის. ეს საზოგადოებისთვის მათი მხრიდან მეტად უნდა იყოს ახსნილი, მეტი სიცხადე უნდა შეიტანონ.   

საპროტესტო აქცია, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ და ხვალ, ზეგ, 3-4 წელში ქვეყანა აღმოჩნდეს აბსოლუტურად განიარაღებული და ენერგეტიკული თვალსაზრისით ბოლომდე დამოკიდებული განსაკუთრებით მტრულად განწყობილ სახელმწიფოზე

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ფორმულასთან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებზე საუბრისას.

კომენტარები