ევროპული საქართველო

ბოკერია: 1918-ში საზოგადოება და პოლიტიკური ძალები შეთანხმდნენ ქვეყნის ევროპულ მომავალზე

პირველ რიგში, ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, ყველა ჩვენ მოქალაქეს, ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების დღე. 100 წლის წინ, ქართულმა საზოგადოებამ და მათ შორის, ძალიან ცუდად ბევრ საკითხში დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა ძალებმა ასეთი კონსენსუსი შეკრეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ და დამოუკიდებელ მომავალზე. ამიტომ, ამ დღეს ყოველთვის უნდა გავიხსენოთ ეს ისტორია, რომელსაც ჩვენი საზოგადოება დღემდე კარგად არ იცნობს და ეს ძალიან ცუდია, ჩვენ დროს ხომ საერთოდ არაფერი არ ვიცოდით, მე რომ ახალგაზრდა ვიყავი, იმ დეტალების თაობაზე, სანამ მერე, მოგვიანებით არ შევიტყვეთ. შესაბამისად, ყველა ამ მეთოდით, ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ ხალხზე, ვინც ეს დღე შექმნა და ვისი მადლიერიც უნდა ვიყოთ. ვინც თავი შესწირა ამ დღით მოპოვებული დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას. აი, აქ, ჩვენს უკან არიან [სურათებზე], ისინი, ვინც ევროპულ სივრცეშიც კი ერთ-ერთი პირველები იყვნენ, აქტიური ქალი, სამოქალაქო პოლიტიკური ლიდერები პირველი რესპუბლიკის. ეს ერთი დეტალია, აქ კიდევ ბევრი სხვა დეტალი არის, მარტო ეს გამოფენა, რა თქმა უნდა, არ დაეხმარება ამ საქმეს, მაგრამ ყველა მეთოდით, ჩვენ ამ ჩვენი მნიშვნელოვანი ფურცლის მიმართ ისტორიის ინტერესი უნდა გავაღვიძოთ საზოგადოებაში და პოლიტიკური პარტიები ვერ იქნებიან გარდამტეხი, მაგრამ ჩვენ მცირე ჩვენი წვლილი გვინდა შევიტანოთ

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ევროპული საქართველო პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ფოტო-გამოფენაზე ისაუბრა.

დღეს, 26 მაისს, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული საქართველო პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ფოტო-გამოფენას მართავს. ღონისძიებაზე პირველი რესპუბლიკის ცხოვრებიდან სხვადასხვა ეპიზოდი, ფიგურა, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფაქტებია წარმოდგენილი.

კომენტარები