26 მაისი

"ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს" – დუდამ სიტყვა რუსთაველის ციტატით დაამთავრა

ძვირფასო მეგობრებო, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია, პატივისცემა და სოლიდარობა, ეს ის პრინციპებია, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს ედება საფუძვლად. ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია, თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ, ქართველებო, გელოდებით ნატოში, იმიტომ, რომ ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და საკუთარი მომავლის და კეთილდღეობის შენებას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელიც გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე, როგორც საუკუნეების წინათ დიდმა შოთა რუსთაველმა დაწერა: ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს

თქვა საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები