26 მაისი

კრამონი: დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარტივად არ მოდის, ამ ბრძოლაში მარტო არ ხართ [VIDEO]

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, ამჯერად ჩვენი და თქვენი ახლო პარტნიორი - უკრაინიდან. მარტივი არ არის ამ სამეზობლოში დამოუკიდებლობის შენარჩუნება, მაგრამ, კარგია, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდა, ჩვენ მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ და ვითანამშრომლოთ.

26 მაისი არის იმის შეხსენება, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარტივად არ მოდის, მაგრამ მათთვის ბრძოლა ღირს. ამ ბრძოლაში თქვენ არ ხართ მარტო". – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

კომენტარები