ნამახვანჰესი

გოლეთიანი: ხვალ, 4 საათზე ისევ ვაჩვენოთ ჩვენი ძალა, ამის შემდეგ დავიძრებით რიონის ხეობისკენ

გადავწყვიტეთ, რომ ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას და ყველა იმ ჩართულ ადამიანს, ვინც აქ მოდის და ვინც კიდევ შემოგვიერთდება მომავალში და ამის შემდეგ, უკვე, ჩვენ დავიძრათ ხეობაში კოლონით, აბსოლუტურად თავაწეულებმა და დიდი, ასე ვთქვათ, არგუმენტაციით იმ პროცესისა, რომ მთლიანად გაშიშვლებულია უკვე ყველა პროცესი, რომელსაც ხელისუფლება ჩადის და აკეთებს. 

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მივიდეთ იქ და ხელი შევუშალოთ უშუალოდ კომპანიის მუშაობას ხეობაში და არ მივცეთ საშუალება იმისა, რომ ახლა იმით ისარგებლონ, რომ ჩვენ აქ დისკომფორტი შევუქმნათ იგივე ჩვენ თანამემამულეებს და მათ გააგრძელონ ხეობის ნგრევა იქ.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ, 4 საათზე ისევ ვაჩვენოთ აქ ჩვენი ძალა და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება, კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას და დავანახოთ საკუთარი სახე და თავი სარკეში, რომ ის არის კანონგარეშე და ამის შემდეგ ჩვენ დავიძრებით რიონის ხეობისკენ

ამბობს ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი.

კომენტარები