პოლიტიკური კრიზისი

ზარქუა ახვლედიანს: ნუ შეაწუხებთ ზეციურ საქართველოს, მე, მოკვდავი ზარქუა გიპასუხებთ კითხვაზე

მე მინდა ბატონ ახვლედიანს ვუპასუხო, ის მიმართავდა ჩვენს გენერლებს, ღვაწლმოსილ ადამიანებს ზეციურ საქართველოში, რომ გაეგო კითხვაზე პასუხი, სწორად იქცეოდა თუ არა, მოეწონებოდათ თუ არა. ნუ შეაწუხებთ იმათ, მე გიპასუხებთ აგერ, რიგითი მოკვდავი ზარქუა, არ იქცეოდით სწორად, არ მოიქეცით სწორად, როდესაც რეგიონში, რომელსაც ამდენი გამოწვევა აქვს, მეზობლები ერთმანეთს იყვნენ გადაკიდებული, რუსეთი, ცალკე აგრესორი, სადაც მთელი დასავლეთი გეუბნებოდათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე იყოს საქართველოში, თქვენ რევოლუციურ სცენარს ამზადებდით, ამიტომ არ მოეწონებოდათ. აქვე მიიღეთ ეს პასუხი, იცოდეთ შემდეგში, რომ არასწორად რომ იქცეოდით, იმაზეც მეტყველებს, რომ ექვსი თვის შემდეგ აქ სხედხართ და მიმართავთ ზეციურ საქართველოს, იქცეოდით თუ არა სწორად

ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უპასუხა დამოუკიდებელ დეპუტატ არმაზ ახვლედიანს, რომელმაც თქვა, რომ სულ ფიქრობს, რა მოეწონებოდათ და რა არ მოეწონებოდათ მის საქციელში შალვა ერისთავსა და მერაბ კოსტავას

კომენტარები