ტურიზმი

თურნავა: ტურიზმი წელს საერთაშორისო პარტნიორების კონსერვატიულ მოლოდინებზე სწრაფად აღდგება

ტურიზმი წელს აღდგება იმაზე გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე კონსერვატიული მოლოდინები იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წლის დასაწყისში და ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აისახება ეკონომიკაზე, რადგან ტურიზმი ეს თავისთავად დიდი დარგია – 8% ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2019 წლის ჩათვლით, ასეთი სტატისტიკა იყო. მაგრამ ასევე დარგია, რომელსაც დიდი ეფექტი აქვს სხვა მოსაზღვრე დარგებისთვის – ვაჭრობა, ტრანსპორტის სექტორი, სოფლის მეურნეობა, მოლოდინი გვაქვს, რომ წელს ძალიან დადებითად მოხდება ეს დინამიკა

ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები