რამან პრატასევიჩის დაკავება

დეკანოიძე ლიტვაზე: გამორჩეულმა მეგობარმა ჩვენგან მახინჯი, არაფრის გამომხატავი ტვიტი მიიღო

საოცრად უნდა იამაყონ ლიტველებმა მათი პოლიტიკოსებით. განცხადებები, აქტიური ქმედებები, სწორი შეფასებები. პრაქტიკულად შტურმი აქვთ ლუკაშენკოს რეჟიმზე და ზუსტად განსაზღვრეს დანაშაული. ამ დროს, ჩვენმა გამორჩეულმა უანგარო მეგობრებმა საქართველოსგან ერთი მახინჯი, არაფრის გამომხატველი ტვიტი მიიღეს მხოლოდ

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მინსკში ავიალაინერის იძულებით დაშვებასა და ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტის რომან პრატასევიჩის დაკავებაზე გავრცელებულ განცხადებას  Facebook-ზე გამოეხმაურა.

23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა.

კომენტარები