რამან პრატასევიჩის დაკავება

საგარეო ბელარუსის მოვლენებს დაკავებული აქტივისტის ხსენების გარეშე ეხმაურება

რამან პრატასევიჩი
ფოტო: voanews.com

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის მოვლენებს დაკავებული აქტივისტისა და ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის სახელის ხსენების გარეშე ეხმაურება. 

"მივესალმებით Raynair-ის რეისის უსაფრთხო დაჯდომას მის თავდაპირველ დანიშნულების ადგილას, ვილნიუსში. გვიხარია ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით. მათი იძულებით დაკავება სრულიად მიუღებელია". – წერს სამინისტრო Twitter-ზე.

პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დასაკავებლად Ryainar-ის რეისი გამანადგურებელი თვითმფრინავის საშუალებით შეაჩერა. 

CNN-ის ინფორმაციით, გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო .

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი პროტასევიჩი დააკავეს.

კომენტარები