რამან პრატასევიჩის დაკავება

შარლ მიშელი: ძალზე შეშფოთებული ვარ ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო

შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შეშფოთება გამოხატა ბელარუსში განვითარებული მოვლენების შესახებ. 

"ძალზე შეშფოთებული ვარ Ryanair-ის  მინსკში იძულებითი დაშვების შესახებ.

ჩვენ მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ თვითმფრინავი და მისი ყველა მგზავრი.

საერთაშორისო სამოქალაქო საავიაციო ორგანიზაციის [ICAO] მიერ ამ ინციდენტის გამოძიება აუცილებელი იქნება". 
 


23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის რეისი გამანადგურებელი თვითმფრინავის საშუალებით შეაჩერა

CNN-ის ინფორმაციით, გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი  #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო . 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი პრატასევიჩი დააკავეს.

კომენტარები