რამან პრატასევიჩის დაკავება

ილვესი ევროკავშირს: პრატასევიჩთან დაკავშირებით გააკეთეთ მეტი, ვიდრე ღრმა შეშფოთებაა

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი ბელაურისის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ RYANAIR-ის რეისის შეაჩერებასა და ცნობილი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დაკავებას ეხმაურება. ილვესმა ევროკავშირს აქტიური მოქმედებებისკენ მოუწოდა. 

"თაღლითმა რეჟიმმა საჰაერო მეკობრეობა განახორციელა, როდესაც ევროკავშირის ორ დედაქალაქს შორის მოძრავი თვითმფრინავი აიძულა, დამჯდარიყო.

ცვლილებების მისაღწევად მოდი გააკეთეთ უფრო მეტი, ვიდრე ღრმა შეშფოთებაა". – წერს ილვესი. 

ილვესი ფაქტს ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და დაწერა, რომ "მათგან" დაცული ევროკავშირიც არ არის. 

"​სულ ვცდილობ გავიგო, რატომ მაწუხებს თვითმფრინავის გატაცება ბელარუსში, ვიდრე პუტინი - ბელარუსი მოძალადეების მიერ ჩადენილი სხვა საშინელებები. ვფიქრობ, მე დამაჯერეს, რომ ევროკავშირი ჩვენი საერთო სახლია და რომ ის უსაფრთხო და დაცულია "მათგან". – წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი. 

პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რომან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryainar-ის რეისი გამანადგურებელი თვითმფრინავის საშუალებით შეაჩერა. 

CNN-ის ინფორმაციით, გამანადგურებელმა თვითმფრინავმა აიძულა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი პრატასევიჩი დააკავეს.

კომენტარები