ნამახვანჰესი

სააკაშვილი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებზე: ამ ბიჭების უმრავლესობა მესიმპატიურება

ამ ბიჭების უმრავლესობა მესიმპატიურება უბრალოდ ადამიანურად. მე მიმაჩნია, რომ მათი უმეტესობის მოტივაცია არის აბსოლუტურად სუფთა და სწორი. თქვენც იყავით იმ ეპოქაში, როდესაც საქართველო იყო ბოლომდე ჩაბნელებული. არ შეიძლებოდა, რომ ჩვენ თავიდან არ აგვეშენებინა ჰესები. ვინც ახლა მეტყვის, საერთოდ რატომ გაგიწიათ და როგორ არ მოგტყდათ ის ხელი, რომლითაც დაიწყეთ ენერგეტიკაში წესრიგის დამყარება და ჰესების მშენებლობა, იმ ადამიანს უნდა, რომ საქართველო დღემდე ყოფილიყო შევარდნაძის ჭაობში, სიბნელეში და გამქრალიყო მსოფლიო რუკიდან. ეს არის სიბრიყვე და მეტი არაფერი.

მეორე საკითხია – იმის ფონზე, როდესაც მე ავიყვანე ტურისტების რაოდენობა 50 ათასიდან 7-8 მილიონამდე, თქვენ წარმოგიდგენიათ, მე მიმეღო გადაწყვეტილება როდესმე, რომ მდინარე რიონი, საქართველოს ისტორიული, უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ულამაზესი შეგვეყვანა მილში. სააკაშვილს, მე, როდესმე მიმეღო ასეთი გადაწყვეტილება?!

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში. 23 მაისს თბილისში რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქცია გაიმართა. 

კომენტარები