ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: სინოვაკზე უკვე დარეგისტრირებულია 13 000-ზე მეტი ადამიანი

ეს არის ჩინური კერძო კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია 32 ქვეყანაში და უკვე დაახლოებით 260 მილიონ დოზაზე მეტი აქვს კომპანიას მიწოდებული, როგორც ჩინეთის, ისე სხვადასხვა ქვეყნებისთვის.

ამ ვაქცინის მეორე ინიექცია კეთდება პირველი დოზიდან 14-28 დღის ფარგლებში. 100 000 დოზა სინოვაკი გაიყოფა ორ ნაწილად და გაუკეთდება 50 000 პირს 18 წლის ზემოთ. შესაბამისად, მერე 14-28 დღის შემდგომ გაკეთდება მეორე დოზა. რეგისტრაცია დაიწყო გუშინ და დღეისთვის უკვე 13 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული, 4 ივნისის ჩათვლით. რეგისტრაცია გრძელდება, თანდათან ემატება ამცრელი ბრიგადები და კაბინეტები

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. სინოვაკის ვაქცინით ასაცრელად რეგისტრაცია 21 მაისს, 12:00 საათზე დაიწყო. რეგისტრაციის გახსნიდან რამდენიმე საათში თბილისში სინოვაკით ასაცრელად გამოყოფილი ყველა ადგილი შეივსო.

კომენტარები