კორონავირუსი და შეზღუდვები

"თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა!" – გირჩი – მეტი თავისუფლება კომენდანტის საათს აპროტესტებს

ტაბულა

"თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა!" – ამ სლოგანით პარტია გირჩი – მეტი თავისუფლება მხარდამჭერებთან ერთად აქცია-მსვლელობას მართავს და კომენდანტის საათს აპროტესტებს. აქტივისტებმა მსვლელობა დინამო არენადან დაიწყეს და დედაენის ბაღში დაასრულებენ. 

ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი ნოემბრიდან მოქმედებს. 17 მაისიდან შეზღუდვის დაწყების დრო 2 საათით გადაიწია, ის 23:00-დან 05:00 საათამდე მოქმედებს. 

კომენტარები