გენერალი გიორგი კვინიტაძე

ღარიბაშვილი: გენერალ კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან შეურიგებლობას განასახიერებს

გენერალ გიორგი კვინიტაძის გადმოსვენებაზე მუშაობა ჩემი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დავიწყეთ და დღეს, ასწლიანი განშორების შემდეგ იგი სამშობლოს დაუბრუნდა.

გენერალ კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან შეურიგებლობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს და მისი საქართველოში გადმოსვენება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს სხვა დიდი მამულიშვილების გვერდით, მთაწმინდის პანთეონის მიწას მივაბარებთ

წერს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე. ემიგრაციაში გარდაცვლილი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს სამების ტაძარში დაასვენებენ, 26 მაისს კი ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

კომენტარები