გენერალი გიორგი კვინიტაძე

ილია II: კვინიტაძის ბიოგრაფია გვახსენებს, ვიწროპარტიულ ინტერესებს ქვეყანა არ უნდა შეეწიროს

მისი [კვინიტაძის] ბიოგრაფია ერთხელ კიდევ ყველას გვახსენებს, რომ არ შეიძლება, პირადულ და ვიწრო პარტიულ ინტერესებს ქვეყანა და საქვეყნო საქმეები შეეწიროს, რომ უმთავრესია სწორი ორიენტირების შენარჩუნება და ჩვენი ცხოვრებით ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მსახურება, რა საქმიანობასაც არ უნდა ვეწეოდეთ და სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ

ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სიტყვაში წერია, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ გენერალი გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდზე წაიკითხა.

კომენტარები