დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

პალესტინელ დემონსტრანტებსა და ისრაელის პოლიციას შორის ალ-აკსას მეჩეთთან შეტაკებები განახლდა

ალ-აკსას მეჩეთთან მომხდარი დაპირისპირება, 2021 წლის 10 მაისი
The Times of Israel

ისრაელის პრესის ცნობით, იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან მუსლიმთა პარასკევის ლოცვის შემდეგ პალესტინელ დემონსტრანტებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა. 

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ცნობით, დაშავდა 15 ადამიანი.

ისრაელის პოლიციის თქმით, პარასკევის ლოცვის დასრულებისთანავე, ასობით პალესტინელმა არეულობა შექმნა, დაიწყეს ქვებისა და მოლოტოვის კოქტეილების პოლიციის ძალებისკენ სროლა. ამის შემდეგ პოლიციელებს მიეცათ მეჩეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება, რათა გაენეიტრალებინათ არეულობა. 

ისრაელის მედიის თქმით, ჰამასმა ცეცხლი შეწყვიტა, მაგრამ ხელს უწყობს ისრაელის ქალაქებში არაბთა და ებრაელთა დაპირისპირების გაგრძელებას. 

ალ-ჯაზირას გამოცემის თქმით, პარასკევის ლოცვის შემდეგ, ალ-აკსასთან შეკრებილი მუსლიმები ცეცხლის შეწყვეტას აღნიშნავდნენ, როდესაც ისრაელის პოლიციამ დაარბია.

ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიაზე ისრაელი-ჰამასის 11 მაისს დაწყებულ დაძაბულობამდე დიდი შეტაკებები იყო, რასაც ჰამასის სარაკეტო თავდასხმები მოჰყვა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის 21 მაისს, ისრაელის დროით 02:00-ზე შევიდა ძალაში.

კომენტარები