ვაქცინაცია საქართველოში

ტიკარაძე: არ ვთვლით, რომ თბილისში კაბინეტები დასამატებელია, აქტივობა რეგიონებშიც უნდა იყოს

ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ თბილისში ამცრელი კაბინეტები დასამატებელია, რადგან აქტივობა უნდა იყოს როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ჩვენი მიზანი არ არის, რომ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე გვქონდეს მაღალი მაჩვენებელი ვაქცინაციის პროცესის დადებითად წარმართვის, არამედ, საქართველოს ყველა რეგიონში უნდა იყოს თანაბარი ხელმისაწვდომობა... მივყვებით დასახულ გეგმას, პოპულაციიდან გამომდინარე დათვლილია კაბინეტების რაოდენობა და გადანაწილება ხდება ამ დადგენილ პრინციპზე

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი ორის ეთერში. აღსანიშნავია, რომ თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს ასაცრელად წასვლა რეგიონებში უწევთ.

კომენტარები