ტექნოლოგიური გიგანტები

TikTok-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას ტოვებს

ჭანგ იმინგი
ფოტო: Business Insider

სოციალური პლატფორმა TikTok-ის მფლობელი კომპანიის, ByteDance-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჭანგ იმინგი თანამდებობას ტოვებს.  

CNBC-ის ინფორმაციით, მის ადგილს კომპანიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ლიანგ რუბო დაიკავებს. 

მიუხედავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგობის და კრიტიკისა, TikTok-მა 2020 წელს გლობალურ წარმატებას მიაღწია და მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ პლატფორმად იქცა, რომელსაც თითქმის ერთი მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. 

იმინგის თქმით, მიუხედავად უმაღლესი პოზიციის დატოვებისა, ის არ აპირებს კომპანიიდან წასვლას და სამომავლოდ ის სტრატეგიულ დეპარტამენტში გადაინაცვლებს, სადაც ნაკლებად მოუწევს საქმიან შეხვედრებზე სიარული და აქტიური მენეჯმენტით დაკავება. 

"მე არ ვარ სოციალური პიროვნება, ჩემთვის, მარტოს მირჩევნია მუშაობა, ონლაინ ყოფნა, კითხვა, მუსიკის მოსმენა და მომავალ შესაძლებლობებზე ფიქრი". – თქვა იმინგმა.  

ექსპერტების თქმით, იმინგის გადადგომა პირდაპირ კავშირშია ჩინეთის მთავრობის მიერ ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესისა, რის გამოც Alibaba-ს დირექტორმა ჯეკ მამ, Pinduoduo-ს დამფუძნებელმა კოლინ ჰუანგმა და ახლა უკვე ByteDance-ის აღმასრულებელმა ჭანგ იმინგმა თანამდებობები დატოვეს. 

38 წლის იმინგის ქონება 35.6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.  

კომენტარები