ეკონომიკა

საქართველოში უმუშევრობის დონე გაზრდილია და თითქმის 22%-ს აღწევს 

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე 3.7%-ით გაიზარდა და 21.9% შეადგინა. 

წყარო: საქსტატი

დასაქმების დონე შემცირებულია 4.2%-ით და 37.7%-ს შეადგენს. 

2021 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 48.3 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 4%-ით, ხოლო კაცებში გაზრდილია 3.3 პროცენტული პუნქტით.

დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად – 4.5 და 3.8 პროცენტული პუნქტით.

კომენტარები