LGBTQ თემი

ელისაშვილი: გვაქვს კონსტიტუცია, დამატებით LGBTQ დოკუმენტზე ხელმოწერა საჭიროდ არ ჩავთვალე

ალეკო ელისაშვილი
საქართველოს პარლამენტი

პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელმაც 15 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ LGBTQ უფლებებზე თბილისი პრაიდის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ამბობს, რომ ხელმოწერა საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან უკვე არსებობს ანტიდისკრიმინაციული კანონი.

"არ ჩავთვალე საჭიროდ ხელი მომეწერა. ანტიდისკრიმინაციული კანონი გვაქვს და კონსტიტუცია გვაქვს, სადაც ყველანაირი უფლებები არის გაწერილი და ყველაფერი ძალიან მკაფიოდ და გასაგებად წერია, დამატებით რაღაც დოკუმენტზე ხელმოწერა საჭიროდ არ ჩავთვალე". – ამბობს ელისაშვილი. 

დოკუმენტს ასევე ხელი არ მოაწერა მოძრაობა ხალხისთვის ლიდერმა, ანა დოლიძემ. 

Tbilisi Pride-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 15 პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა დაიწყო ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად. გაერთიანება შეთანხმდა, რომ თითოეული მათგანი, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად. 

დაიცავს თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და არ დაუშვებს პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას. 

ხელმომწერი პარტიები:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • გირჩი
  • ევროპული საქართველო 
  • გირჩი – მეტი თავისუფლება
  • რესპუბლიკური პარტია
  • კანონი და სამართალი
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • ლელო
  • რეფორმერი
  • მოძრაობა დროა
  • სამართლიანობისთვის
  • ერთიანი საქართველო
  • თავისუფალი დემოკრატები
  • პროგრესი და თავისუფლება
  • გამარჯვებული საქართველო

კომენტარები