"დაუშვებელია ადამიანების დისკრიმინაცია იმის გამო, თუ ვინ არიან ისინი, ან ვინ უყვართ". – საქართველოში ბრიტანეთის საელჩო LGBT+ მხარდაჭერას უცხადებს.
"ჩვენ ვერთიანდებით LGBT+ თემის უფლებების დასაცავად და მათი ღირსეული და თანასწორი ცხოვრების უზრუნველსაყოფად.
ჩვენ გვერდში ვუდგავართ LGBT+ თემს საქართველოში". – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.