LGBTQ თემი

ანა დოლიძე: LGBTQ მხარდამჭერ დოკუმენტს ხელი არ მოვაწერე, Tbilisi Pride-დან არავინ დამკავშირებია

მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე, რომელმაც 15 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ LGBTQ უფლებებზე თბილისი პრაიდის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ამბობს, რომ მას პრაიდიდან არავინ დაკავშირებია და დოკუმენტს არ იცნობს. 

როგორც ტაბულას თბილისი პრაიდის წარმომადგენელმა ანა სუბელიანმა უთხრა, დოლიძის სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება და მას თავად პრაიდის გამგეობის წევრი, ირმა გოგიშვილი ესაუბრა, დოლიძემ კი უპასუხა, რომ დოკუმენტს გაეცნობოდა და დაუკავშირდებოდა, თუმცა ის პრაიდს აღარ დაკავშირებია. 

"არ დამკავშირებია არავინ, არც ვიცნობ მაგ დოკუმენტს, მე რომ ასე წაკითხულის მოკლე შინაარსით ვაწერდე დოკუმენტებს ხელს, სამართლის დოქტორი არ ვიქნებოდი". – უთხრა ტაბულას დოლიძემ. 

Tbilisi Pride-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 15 პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა დაიწყო ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად. გაერთიანება შეთანხმდა, რომ თითოეული მათგანი, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად. 

დაიცავს თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და არ დაუშვებს პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას. 

ხელმომწერი პარტიები:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • გირჩი
  • ევროპული საქართველო 
  • გირჩი – მეტი თავისუფლება
  • რესპუბლიკური პარტია
  • კანონი და სამართალი
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • ლელო
  • რეფორმერი
  • მოძრაობა დროა
  • სამართლიანობისთვის
  • ერთიანი საქართველო
  • თავისუფალი დემოკრატები
  • პროგრესი და თავისუფლება
  • გამარჯვებული საქართველო

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

კომენტარები