კახა კალაძე

კალაძე: მერობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, არჩევნები შემოდგომაზეა, ჯერ ბევრია სამუშაო

"ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, როგორც მოგეხსენებათ, არჩევნები არის შემოდგომაზე და დაველოდოთ, ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო". – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი.

"ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა, იყო დედაქალაქის მერი. ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა. ყველაფერს ვაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან და თანამშრომლებთან ერთად, რომ ღირსეულად გავართვა თავი. ოთხი წელი მთავრდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერ ადრე ამაზე საუბარი". – ამბობს კალაძე.

კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა გუშინ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას, კალაძემ თქვა, რომ ვერ ესწრებოდა, რადგან  პრეზენტაციისთვის ემზადებოდა, ასევე, კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულთან და ტესტის პასუხს ელოდებოდა.

კომენტარები