არჩევნები 2021

მდინარაძე: კახი საუკეთესო მერია, მაგრამ სანამ დრო არ მოვა, არ დავასახელებთ კანდიდატს

კახი კალაძე დღეს ორჯერ ვნახეთ პარტიის ოფისში, ამიტომ ამ თემაზე კონსპირაცია არაფრით არ გამოვა, საარჩევნო თემებზე მასთან ერთად ვიმუშავეთ დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში, სხვათა შორის. ის არამხოლოდ თბილისის მერია, არამედ პარტიის გენერალური მდივანი და ამ ეგიდით დღეს ორი სხვადასხვა შეხვედრა ჩატარდა. ასევე, ის ემზადება, ხვალ თუ ზეგ პრეზენტაცია აქვს, თბილისის მერს კონკრეტული ღონისძიებები აქვს დაგეგმილი და ამიტომ, დღეს საღამოს მან ვერ მოახერხა მოსვლა. აქედან ვერ შევქმნით რაიმე ისეთს, რაც თქვენ გაინტერესებთ ხოლმე...

იყო რამდენიმე მიზეზი, [რატომაც ვერ დაესწრო ის პოლიტსაბჭოს]. 

მერობის რომელ კანდიდატზეც არ უნდა დამისვათ კითხვა, მე ამ თემაზე პასუხს ერთადერთი მიზეზის გამო ვერ გაგცემთ, იმიტომ, რომ როგორც წესი, 2-3 თვით ადრე ხდება ხოლმე მერის კანდიდატის დასახელება და არ გვინდა, გამონაკლისი იყოს რომელიმე კანდიდატი.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ კახი არის ჩვენი გუნდის ერთერთი გამორჩეული, ღირსეული ლიდერი თავისი წარმატებით, ასევე თბილისის საუკეთესო მერი, მაგრამ ფორმალური თუ პოლიტიკური ტრადიციიდან გამომდინარე, ჩვენ იმ პერიოდამდე, ვიდრე ეს არ ხდება ხოლმე ამ ტრადიციის შესაბამისად დადგენილი წესით, არ ვამბობთ ხოლმე... და არც ერთი პოლიტიკური პარტია ხვალ, ზეგ და მომდევნო ერთ კვირაში არ დაასახელებს მერობის კანდიდატს... როცა ამის დრო მოვა, ამ წესის ზეპირი დათქმის შესაბამისად, ამ დროს მოხდება, როგორც თბილისის, ისე სხვა მერების კანდიდატურების დასახელება

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა კახა კალაძე პოლიტსაბჭოს სხდომას.

კომენტარები